პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გამოქვეყნება

წულუკიანი: პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება პატიმრობით დაისჯება

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანის განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება, სავარაუდოდ, პატიმრობით დაისჯება.

წულუკიანის განცხადებით ამგვარი დანაშაულისთვის ჯარიმა უადგილო და სასაცილოა.

"კომისიის წინა სხდომაზე ერთხმად გადავწყვიტეთ, რომ ამ მუხლებიდან მოხდეს დანაშაულის შემადგენლობის დაზუსტება და არ მოხდეს პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონოდ გამოყენება. არსებობს მოსაზრება, რომ ეს შეეხოს არა მხოლოდ მოქმედი თანამდებობის პირებს, არამედ ყოფილი თანამდებობის პირებსაც. ვვარაუდობთ, ჯარიმა საერთოდ ამოვიღოთ ამ მუხლებიდან და ახლა ვმუშაობთ საპატიმრო წლების რაოდენობაზე. მიგვაჩნია, რომ 1, 2 და 3 წელი ამ ტიპის დანაშაულისთვის საკმარისი არ იქნება. ჯარიმა უადგილო და სასაცილოც კი გვეჩვენება", - აღნიშნა წულუკიანმა.

მინისტრის განმარტებით, საუბარია იმაზე, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნების შემთხვევაში სსკ-ის 157-ე, 158-ე და 159 მუხლებიდან ჯარიმის ნორმის ამოღებასა და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებაზე.

 

კომენტარები