საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს საქართველოს ჰიმნით გაიხსნა.  დეპუტატები მსჯელობას იმ საკანონმდებლო პროექტებზე იწყებენ, რომელთა მიღებაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ასამოქმედებელ ახალ კონსტიტუციურ ნორმებს უკავშირდება. დღის წესრიგის მიხედვით, ასეთი კანონპროექტი 20-ზე მეტია, საერთო ჯამში კი, ახალ კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მიყვანა 160-მდე კანონს სჭირდება. მათ პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ზოგ კანონს კონსტიტიციური ჩანაწერებიდან გამომდინარე, წმინდა ტექნიკური ცვლილება სჭირდება,  ზოგი პროექტი კი, უფრო სერიოზული მსჯელობის საგანი იქნება.

„კონსტიტუციური ცვლილებები სახელმწიფო ორგანოებს შორის უფლებამოსილებების ნაწილში ინსტიტუციურ ცვლილებებს იწვევს. პროექტების განხილვა სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან ცვლილებას 160 კანონში გავუმკლავდეთ" - აცხადებს უსუფაშვილი. 

კომენტარები