ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია

პრემიერმინისტრმა ”ბლუმბერგის” ჟურნალისტი ტენდენციურობაში დაადანაშაულა

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

ბიძინა ივანიშვილმა პრესკონფერენციაზე ”ბლუმბერგის” ჟურნალისტი ტენდენციურობაში დაადანაშაულა. მისი განცხადებით სტატია სააკაშვილის ენით არის დაწერილი.

პრემიერმა უკმაყოფილება გამოთქვა სტატიიდან კითხვაზე "რას უზამს ივანიშვილი თავის მილიარდებს?" პასუხის ამოღებაზე.  მისი აზრით ”ბლუმბერგის” ჟურნალისტმა საჭირო პასუხი ვერ მიიღო და ამიტომ ამოაგდო ის სტატიიდან.

”ნუ გგონიათ ჟურნალისტებს, რომ მხოლოდ თქვენ გაქვთ უფლებები, აი რომ გადმოვალ სამოქალაქო სექტორში იქ გამიოლდება თქვენთან პოლემიკა” - მიმართა პრემიერმინისტრმა ”ბლუმბერგის” ჟურნალისტს, რომელსაც ამ თემის გარჩევა და თავის დაცვა შესთავაზა.   

კომენტარები