ივანიშვილის წერილი

მაია ფანჯიკიძე - ივანიშვილის წასვლის შემდეგ მთავრობაში ცვლილებები არ იქნება

შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძის განცხადებით პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი პოსტს დატოვების შემდეგ, მთავრობაში რაიმე ცვლილებებზე საუბარი არ არის, ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ბიძინა ივანიშვილმა თავის წერილში ახსენა, რომ დარწმუნებულია, მთავრობა იქნება ყველაზე კარგი მთავრობა, რომელიც საქართველოს ჰყოლია. მან პირობა დადო, რომ ეს იქნება ქმედითი და არაკორუმპირებული მთავრობა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

გუშინ პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, სადაც პოლიტიკიდან წასვლის აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის პოსტს საინტერესო პიროვნება იქნება, რომელიც დაკისრებულ მოვალეობას თავს წარმატებით გაართმევს.

 

კომენტარები