ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

ღარიბაშვილი: ბატონი ბიძინა არის ბრძენი ადამიანი და იცის, რას აკეთებს

ირაკლი ღარიბაშვილის Facebook

შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ განცხადებას თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ”ბატონი ბიძინა არის ბრძენი ადამიანი და ზუსტად იცის, რას აკეთებს.” მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა არაერთგზის დაადასტურა და დაამტკიცა, რომ ყველა მისი ნაბიჯი იყო ძალიან ზუსტად გათვლილი. 

"შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ის ამ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო უკეთესად იყოს ჩვენი ქვეყანა და უკეთესად იცხოვროს ჩვენმა ხალხმა. მინდა ისიც ვთქვა, რომ სპეკულაციები იმის თაობაზე, რომ ბატონი ბიძინა მიდის ან მსგავსი რამ, მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ ბატონი ბიძინა არასოდეს ყოფილა წასული, პირიქით, ყოველთვის იყო ქვეყნის გვერდით, ხალხის გვერდით და ყოველთვის დარჩება ხალხთან ერთად", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

 

კომენტარები