დაპირისპირება ინვესტორს და ექიმებს შორის

ხუთი საავადმყოფოს ექიმები თურქ ინვესტორს დაუპირისპირდნენ

იაშვილის სახელობის კლინიკა

ციციშვილისა და იაშვილის სახელობის, ასევე პედიატრიული ინსტიტუტის, ახალი სიცოცხლე და ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოს ექიმებმა აქცია გამართეს. ექიმები სამედიცინო დაწესებულების თურქ ინვესტორს დაუპირისპირდნენ და მის შეცვლას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა განცხადებით, უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ექიმებს ხშირად სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცყოფას აყენებს. ჟურნალისტებთან საუბარში, დაწესებულების თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელი თანამშრომლებს ჯვრით სიარულს და შენობაში ხატების ქონას უკრძალავს.

მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა ადმინისტრაციის შენობაში გადაინაცვლეს, სადაც თავად თექინ ათიქს შეხვდნენ და ბრალდებები პირადად წარუდგინეს.

უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის წარმომადგენელმა საქართველოში თექინ ატიკმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მსგავს შეურაცყოფის ფაქტებს ადგილი არ ქონია და აქციის მონაწილეები სხვა ძალისგან არიან მართულნი.

"მოვიდა გორიდან ჩამოსული პაციენტის მშობელი და განგვიცხადა რომ 3 დღეა მისი შვილისკომპიუტერული ტომოგრაფიულ და რენდგენის პასუხებს არავინ ამოწმებდა. მან დახმარება გვთხოვა. დავუძახე მთავარ ექიმს და ვკითხე თუ შეუმოწმებია ც და დე დისკზე არსებული ინფორმაცია. მან მიპასუხა, რომ კომპიუტერს არ ფლობდა. მოგვიანებით დავუძახე შედარებით ახალგაზრდას, ექთანს. მასაც ვუთხარი, რომ კომპიუტერში ცე დე დისკზე არსებული ინფორმაცია შეემოწმებინა, რაზეც მიპასუხა, რომ ერთი თვეა კომპიუტერული გაფუჭებულია. გაბრაზებულმა კომპიუტერი მაგიდიდან გადმოვაგდე და მათ ვუთხარი, რომ თუ ასეთი მდგომარეობაა, აქამდე რატომ არ გამაგებინეს. მოგვიანებით ვთხოვე კომპიუტერი გადაეგდოთ. მართლაც ოდნავ მკაცრად მომივიდა, მაგრამ არავითარი გინება და დამცირება არ ყოფილა. მგონია, რომ ჩემთან დაპირისპირებულ ექიმებს ვიღაც მართავს. მის ვინაობას მალე გაიგებთ. არ უნდათ, რომ ქართულ ბაზარზე ჩვენი შემოსვლა კონკურენციის გამო, რადგან ჩვენი სტანდარტები ძალიან მაღალია," - განაცხადა თექინ ატიკმა.

კომენტარები