სტალინის ძეგლები

თელავის საკრებულოს თავმჯდომარე: ვფიქრობ, მონუმენტი დემონტაჟს დაექვემდებარება

თელავში დღეს გახსნილი სტალინის ძეგლი, შესაძლოა, დემონტაჟს დაექვემდებაროს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დიმა ბოჭორიძე, ამბობს, რომ სტალინის მონუმენტის გახსნის შესახებ მედიით შეიტყო და საკრებულოს ნებართვა არ გაუცია.

"ძალიან სამწუხარო ფაქტია, საკრებულოს ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით არანაირი ნებართვა არ გაუცია. ვფიქრობ, მონუმენტი დემონტაჟს დაექვემდებარება, რადგან ის მოქალაქეთა ჯგუფმა თვითნებურად დადგა", - აღნიშნავს ბოჭორიძე.

დღეს თელავში, საერთაშორისო ორგანიზაცია სტალინელისა და ვეტერანთა კავშირის ორგანიზებით, სტალინის ძეგლი გაიხსნა. მონუმენტი შემოწირულობებით გაკეთდა.

ვეტერანებმა მონუმენტი საზეიმო ვითარებაში გახსნეს და გვირგვინებით შეამკეს. მათ ასევე ლექსები წაიკითხეს და სტალინს „XX საუკუნის უდიდესი პიროვნება" უწოდეს.

შეგახსენებთ, რომ სტალინის ძეგლები კახეთის რამდენიმე სოფელში დგას. მათ შორისაა  წინანდალი, ზემო ალვანი, ვანთა და აკურა. მონუმენტი არის ასევე კიკეთშიც.

 

 

 

კომენტარები