ბესელია: ჭელაში მომხდარ ფაქტს აღმსარებლობისთვის ხელისშეშლასთან კავშირი არ აქვს

სოფელ ჭელაში მომხდარ ფაქტს რელიგიური მიმდინარეობის ან აღმსარებლობისთვის ხელისშეშლასთან კავშირი არ აქვს. ეს არის სამართლებრივი ტიპის პრობლემები, რომელიც უკავშირდება მშენებლობას. ტაძრის მშენებლობას, მეჩეთის მშენებლობას აქვს თავისი წესი. ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანაში არის ესეთი პრეცედენტი, როდესაც ხდება სწორედ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა და მათი სურვილის გათვალისწინებით გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ რატომ არ უნდა ვკითხოთ ჩვენს ხალხს აზრი?

განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები