რელიგიის თავისუფლება

ნანუაშვილი: ამ ფორმით არ უნდა მომხდარიყო რელიგიური სიწმინდის ხელყოფა

სოფელ ჭელის მეჩეთი
”სამხრეთის კარიბჭე” sknews.ge

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი არასწორი ფორმით განხორციელდა, თუმცა აღნიშნულის უფლება იურიდიულად არსებობდა. ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ამით მუსლიმი თემის შეურაცხყოფა მოხდა.

"აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის დეტალური დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება, მაგრამ მანამდე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ფორმით არ უნდა მომხდარიყო რელიგიური სიწმინდის ხელყოფა. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა სამართლებრივი არგუმენტები, იყო გარკვეული მტკიცებულებები და შეიძლება ითქვას, რომ გამოძიებას და იგივე საბაჟო სამსახურს ჰქონდა იურიდიულად აღნიშნულის უფლება, სამწუხაროდ, ასეთი ფაქიზი თემისადმი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო განსხვავებული, რისი გათვალისწინებაც ხელისუფლების მხრიდან არ მომხდარა. მათ ვერ გაითვალისწინეს, რომ რელიგიური სიწმინდის ასეთ უხეშ ხელყოფას ასეთი პროტესტი მოყვებოდა. მთელი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის რეაქცია ბუნებრივი იყო, რადგან ამით საქართველოს მოსახლეობის მუსლიმი თემის შეურაცხყოფა მოხდა" , - აცხადებს სახალხო დამცველი.

კომენტარები