მე–9 არხის საქმე

ზაზა ოქუაშვილი "მე–9 არხის" ყიდვას აღარ აპირებს

www.for.ge

ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი "მე-9 არხის" შეძენას არ აპირებს, რადგან არ სურს ამ საქმეში სააქციო საზოგადოების კონკურენტი იყოს. 

ზაზა ოქუაშვილმა მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მას ჰქონდა სურვილი, მონაწილეობა მიეღო "მე-9 არხის" ან მისი ტექნიკური რესურსის ყიდვაში.  "მქონდა სურვილი და გამოვხატე მზადყოფნა, მონაწილეობა მიმეღო "მე-9 არხის ან მისი ტექნიკური რესურსის მიღებაში, მით უფრო, რომ ძალიან მგრძნობიარე ვარ მედიაბიზნესის მიმართ, რომელიც მქონდა ტელეკომპანია "იბერიის" სახით. მეორე მხრივ, გამოიხატა იგივე სურვილი სააქციო საზოგადოების მიერ. პატივს ვცემ თითოეული მათგანის გულწრფელ სურვილს, რომ უნდათ დამოუკიდებელი და პოლიტიკურად თავისუფალი ტელევიზიის არსებობა, რასაც მეც მივესალმები. სააქციო საზოგადოებაში ახლა უკვე შედის ათასობით ადამიანი. ჩემი მხრივ, არ მიმაჩნია გამართლებულად, რომ ვიყო მათი კონკურენტი. უფრო მეტიც, ვუსურვებ წარმატებებს" – ნათქვამია ოქუაშვილის განცხადებაში. 

კომენტარები