მიხეილ სააკაშვილი: უბრალოდ უხერხულია, ისეთი კანდიდატი შესთავაზეს ხალხს

ქართველი ხალხი ბევრად უფრო ბრძენია, ხალხს უნდა მოვეპყრათ პატივისცემით. დღეს ხალხს შესთავაზეს ისეთი კანდიდატები, რომლებიც უფრო დაბლა დგას ჩვენი ხალხის განვითარების, ინტელექტის, ღირსების დონეზე, ნამდვილად. ასე რომ, ვისაც მინდა იმას ამოვირჩევ, თუ გინდა ცხენს ამოირჩევ, როგორც სენატში ერთმა რომაელმა იმპერატორმა გააკეთა, ამას ქართველი ხალხი არ გააკეთებს, იმიტომ რომ, უბრალოდ, უხერხულია, ისეთი კანდიდატი შესთავაზეს. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, რომ მოულოდნელად ზოგიერთისთვის, ალბათ, ხალხი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც შეესაბამება მათ წარმოდგენებს იმაზე, რაც უნდა იყოს მათ მიერ არჩეული, თუნდაც ახალი ფუნქციების პირობებში, პრეზიდენტი

ტელეკომპანია რუსთავი 2-თან საუბარში პრეზიდენტმა წინასაარჩევნო კამპანია და კანდიდატების შანსები შეაფასა.

კომენტარები