დავით ზურაბიშვილი: ბურჯანაძეს არ აქვს ცუდი შანსები

თუ დავით ბაქრაძე გავა საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე, ეს აჩვენებს იმას, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ქვეყანაში ნაციონალური მოძრაობაა. მაგრამ თუ მეორე ადგილზე გავიდა ბურჯანაძე, მაშინ ბევრი რამ შეიცვლება და უფრო მწვავედ დადგება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების საკითხი. ბურჯანაძეს არ აქვს ცუდი შანსები, მისი მთავარი გზავნილია ის, რომ დაიჭერს ყველას, მათ შორის სააკაშვილს, და ეს გახდება ბურჯანაძის აზრით ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრების საფუძველი... ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როცა ზედმეტად აქტივიზირებული გახადა სამართლიანობის აღდგენის თემა

განათლების მინისტრის ყოფილმა მოადგილემ პრაიმტაიმის პრესკლუბში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

კომენტარები