ანტიბის საერთაშორისო ტურნირი

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სერბეთი 75:71 ანგარიშით დაამარცხა

ანტიბის საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა სამგზის ევროპისა და ორგზის მსოფლიო ჩემპიონი - სერბეთი ანგარიშით 75:71  დაამარცხა. 

საქართველოს ნაკრები გუნდის ლიდერების ზაზა ფაჩულიას და თორნიკე შენგელიას გარეშე ასპარეზობს. სერბ
ეთთან მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო ჩვენი გუნდის ახალწვეულმა, ნატურალიზებულმა ამერიკელმა რიჩი ჰიკმანმაც. ამის მიუხედავად, ქართველმა კალათბურთელებმა შეძლეს 16 ქულიანი სხვაობის აღმოფხვრა და საბოლოოდ, მეტოქეს 4 ქულის სხვაობით სძლიეს. 

საქართველოს ნაკრები 2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს და 17 აგვისტოს 22:30 საათზე ტურნირის მასპინძელს, საფრანგეთს ეთამაშება.

კომენტარები