გიორგი თარგამაძე: არა ერთსქესიან ქორწინებებს, დიახ ტრადიციულ ქართულ ოჯახს

წლების განმავლობაში ასი ათასობით ქართველი შეეწირა საქართველოს დამოუკიდებლობისა და კეთილდღეობისთვის ბრძოლებს და ისინი იბრძოდნენ არა მხოლოდ თავისი ოჯახების და მიწა-წყლის დასაცავად, არამედ იმ ეროვნული თვითმყოფადობისა და ღირსების შესანარჩუნებლად, რომლის განუყოფელი ნაწილი და, შეიძლება ითქვას, საყრდენი ბოძი არის სწორედ ტრადიციული ქართული ოჯახი და ის ღირებულებები, რომელზეც დგას ოჯახური ურთიერთობები... არა ერთსქესიან ქორწინებებს, დიახ ტრადიციულ ქართულ ოჯახს

განაცხადა ქდმ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომლისთვისაც მისი პარტია ხელმოწერებს აგროვებს. ცვლილებები საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინებების დაშვების პრევენციას ითვალისწინებს.

კომენტარები