ახალაიას სასამართლო პროცესი

გიორგი გაბედავა ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაათავისუფლეს

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

გიორგი გაბედავა, რომელიც გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ახალაიას პროცესის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტის გამო დააკავეს, პოლიციამ ხელწერილის საფუძველზე გუშინვე გაათავისუფლა. მისი სასამართლო პროცესი ამ წუთებში საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. გიორგი გაბედავას ბრალად წვრილმანი ხულიგნობა ედება.

ინციდენტი გუშინ ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ მოხდა. დამსწრეების სასამართლოს ეზოში გამოსვლას ახალაიას მოწინააღმდეგეთა მხრიდან სტვენა მოჰყვა, რამაც მხარდამჭერთა და მოწინააღმდეგეებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება გამოიწვია. მოხდა ფიზიკური დაპირისპირებაც.  გიორგი გაბედავას თქმით, ახალაიას ერთ-ერთმა ადვოკატმა გიორგი ონიანმა მას დაარტყა, თუმცა პოლიციელებმა ონიანის ნაცვლად თავად დააკავეს. 

დღესვე ბაჩო ახალაიას ადვოკატი გიორგი ონიანი დიდი დიღმის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე დაიბარეს.

გიორგი გაბედავას გარდა, სამართალდამცავებმა კიდევ ორი პირი, ყოფილი პოლიტპატიმარი ფრიდონ მერებაშვილი და თავისუფალი ზონის წევრი ონისე გერგედავა დააკავეს. გერგედავა ასევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მისი სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეში გაიმართება.

კომენტარები