ლევან კორტავას საქმე

კორტავას საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

www.ambebi.ge

სამართალდამცავებმა მსჯავრდებული ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავეს - სპეციალურ განცხადებას საქართველოს მთავარი პროკურატურა ავრცელებს.

დაკავებულია სად-ის N14 დაწესებულების დირექტორის ყოფილი მოადგილე ივერი მიხეილის ძე გოგიბერიძე, რომელსაც პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულების ფალსიფიკაციაში ედავება.  

შეგახსენებთ, რომ გეგუთის ციხეში ნაცემი პატიმარი ლევან კორტავა 23 მაისს გარდაიცვალა საავადმყოფოში. ამ ფაქტზე პროკურატურამ უკვე ბრალი წაუყენა ციხის რამდენიმე თანამშრომელსა და პატიმარს. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, კორტავას საქმიდან გამომდინარე, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ე.წ. მაყურებლების შესახებ საუბრობს. გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები კი სოზარ სუბარის თანამდებობრივ პასუხისმგებლობას და ციხის ყოფილი უფროსის, მალხაზ სინაურიძის დასჯას მოითხოვენ.

კომენტარები