2008 წლის აგვისტოს ომი

ბაქრაძე: ტკივილის გარდა დღევანდელი დღე არის ეროვნული სიამაყის დღე

Georgian Parliament speaker David Bakradze talks to the media after a meeting with representatives of the opposition Georgian Dream coalition at the government office in Tbilisi
David Mdzinarishvili / REUTERS

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ, საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული სამხედროების ხსოვნას.

"მინდა ჩემი თანაგრძნობა გამოვხატო დაღუპულთა მიმართ, მათი ოჯახის წევრების მიმართ. კიდევ ერთხელ მინდა ქედი მოვიხარო ჩვენი დევნილების მიმართ და მათ მიერ გამოვლილი ტკივილის მიმართ. მაგრამ, ამავე დროს, ტკივილის გარდა დღევანდელი დღე არის ეროვნული სიამაყის დღე იმიტომ, რომ 5 წლის წინ გამოჩნდა, რომ ქართველმა ხალხმა, ქართულმა არმიამ, საქართველოს ხელისუფლებამ ერთად შეძლო ქვეყნის დაცვა, ერთად შეძლო ის, რომ საქართველოში დღეს ფრიალებს ქართული დროშა", - განაცხადა ბაქრაძემ.

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს მოხდა ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება. აგვისტოს ომის დროს გარდაცვლილი გმირების გასახსენებლად კი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დღეს, 7 აგვისტოს, გორის ციხესთან სიმბოლური აქციის გამართვას გეგმავს.  

კომენტარები