საქართველო-რუსეთის ურთიერთობები

ელენე ხოშტარია: მედვედევმა მკაფიოდ უპასუხა ახალი ხელისუფლების მცდელობებს

გამოვიდა მედვედევი და მკაფიოდ უპასუხა ახალი ხელისუფლების რამოდენიმეთვიან მცდელობას, "დავარეგულიროთ" ურთიერთობები: რუსეთმა უნდა მოიხსნას ყველანაირი საერთაშორისო პასუხისმგებლობა 2008 წლის ომზე; საქართველომ უნდა მიიღოს "ახალი რეალობები"; უარი უნდა ვთქვათ ნატო-ში ინტეგრაციაზე (პირდაპირი მუქარა, "ჩვენ დიდი ბირთვული სახელმწიფო ვართ"): უნდა მოგვეწონოს და შევიდეთ ევრაზიულ კავშირში (ამერიკა შორსაა). საინტერესოა, ჩვენი საპასუხო გზავნილები და პოლიტიკა რა იქნება, ვაპირებთ ამ პირობებზე რუსეთთან ურთიერთობების წარმოებას და, შესაბამისად, ჩვენს სუვერენიტეტზე უარის თქმას თუ მივხვდებით, რომ ერთადერთი გამოსავალი დასავლური ინტეგრაცია და რუსეთზე საერთაშორისო წნეხის გაძლიერებაა?

არასამთავრობო ორგანიზაცია GRASS-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დმიტრი მედვედევის ინტერვიუს Facebook-ის პირად გვერდზე აფასებს.

კომენტარები