ლევან კორტავას საქმე

სოზარ სუბარი: მსოფლიოში არ არსებობს ციხე, სადაც მკვლელობა არ ხდება

მსოფლიოში არ არსებობს ციხე, სადაც არ ხდება მკვლელობა, სადაც არ ხდება დაჭრა, სადაც არ ხდება კონფლიქტი პატიმრებს შორის, სადაც ადმინისტრაციის თანამშრომლები არ არღვევენ კანონს. თუ მინისტრი ხელს აფარებს, ცხადია, დგება მინისტრის პასუხისმგებლობა, თუ მინისტრი და, ზოგადად, სახელმწიფო მოწოდებულია იმისთვის, რომ სასწრაფოდ იყოს გამოძიებული ფაქტი, რაც ამ შემთხვევაში მოხდა, მაშინ პასუხისმგებლობა... შეგიძლიათ მითხრათ რომელიმე ქვეყანა, სადაც მინისტრი გადადგა იმის გამო, რომ დანაშაული მოხდა და ეს დანაშაული გამოიძიეს? თუ არ გამოიძიეს, მინისტრი კი არა, შეიძლება მთავრობაც გადადგეს

გეგუთის ციხეში გარდაცვლილი პატიმრის, ლევან კორტავას ოჯახის წევრები სასჯელაღსრულების მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვენ, სოზარ სუბარი ნეტგაზეთთან საუბრობს.

კომენტარები