ევროკავშირი - საქართველო

EUMM: დაბრკოლებათა სულ უფრო მზარდი რაოდენობა საზოგადოებას ყოფს

http://www.eumm.eu/

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვრებთან კონსტრუქციების მშენებლობასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

სადამკვირვებლო მისია აცხადებს, რომ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ ღობეების განთავსება და აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მიწაყრილების და თხრილების მოწყობა, ასევე საზღვრის გადაკვეთის "უფრო შემზღუდავი  პროცედურების ტენდენცია", ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას აფერხებს.

EUMM აღნიშნავს იმასაც, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ კვლავ გრძელდება დაკავებები.

"დაბრკოლებათა სულ უფრო მზარდი რაოდენობა საყოფაცხოვრებო საკითხებზე ახდენს გავლენას, რადგან იგი ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესს არღვევს და საზოგადოებას ყოფს", - განაცხადა მისიის დროებითმა ხელმძღვანელმა ჟერარ ფიშერმა. - "გარდა ამისა, ეს დაბრკოლებები უფრო და უფრო ზღუდავს ადამიანებს შორის შესაძლო კონტაქტს, რომელიც მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის აუცილებელი კომპონენტია".

განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ EUMM გააგრძელებს პატრულირებას აღნიშნულ ტერიტორიაზე, რათა აწარმოოს ამ ფაქტების ზუსტი აღწერა. 

კომენტარები