უსუფაშვილი: დავითაშვილი ქართულ პოლიტიკაში იყო და რჩება მოხეტიალე ფორვარდად

დავითაშვილი არის ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი 25 წელია. ყველას ჩვენ გვაქვს ჩვენ-ჩვენი ხასიათები და ჩვენი გზა, მათ შორის პოლიტიკურ ცხოვრებაში და აქ სიახლე არაფერია. კობა ქართულ პოლიტიკაში იყო და რჩება მოხეტიალე ფორვარდად, ვისაც ფეხბურთი გიყვართ, იცით, რომ ეს საკმაოდ საინტერესო ამპლუაა ფეხბურთის გუნდში და მას ძალიან ხშირად ლამაზი ფინტებიც გამოსდის ხოლმე. მე დარწმუნებული ვარ, რომ მას უნდა ქვეყნისთვის სამსახური და ასეთ დროს შესაძლოა განსხვავებული ფორმით და გზით ვხედავდეთ ხოლმე იმის გაკეთების შესაძლებლობას, რაც გვსურს. ის, რომ კობა დავითაშვილი უმრავლესობის შიგნით განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდა, არც ესაა თქვენთვის სიახლე

პარლამენტის თავმჯდომარემ კობა დავითაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შესახებ კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა.

კომენტარები