ილიას უნივერსიტეტი

ილიაუნი მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში 217 ადგილით დაწინაურდა

webometrics.info

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მსოფლიო უნივერსიტეტების აკადემიურ რეიტინგში 217 ადგილით დაწინაურდა.

მსოფლიო უნივერსიტეტების აკადემიური რანჟირების webometrics.info-ს მიხედვით, ილიას უნივერსიტეტი პირველ ადგილს იკავებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტებს შორის კი 84-ე ადგილზეა.

ევროპულ უნივერსიტეტებს შორის ილიაუნი 577-ე, მსოფლიოს მასშტაბით კი 1604-ე ადგილს იკავებს.

შედარებისთვის, 2012 წელს ილიაუნი მსოფლიოს უნივერსიტეტებში 1821-ე ადგილს, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სასწავლებლებში კი 137-ე ადგილს იკავებდა.

გასული წლის დეკემბრის შემდეგ, ილიას უნივერსიტეტმა მსოფლიო რანჟირების მიხედვით 217 ადგილით წაიწია წინ, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების რანჟირების მიხედვით კი - 53 ადგილით.

საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს შორის მეორე ადგილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი იკავებს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 3365-ე ადგილზეა. მესამე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია (მსოფლიო რეიტინგში - 6562).

Webometrics მსოფლიოს უმაღლესი სასწავლებლების რანჟირებას 2004 წლიდან, წელიწადში ორჯერ გვთავაზობს.

კომენტარები