სტატისტიკა

საქართველოში 2011 წელს უმწეოთა რიცხვი შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, 2011 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილმა, მოსახლეობის მთლიან რაოდენობაში 9.2% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2010 წელთან შედარებით 0,5%-ული პუნქტით არის შემცირებული. 2011 წლის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 411 091 მოქალაქე, ხოლო 2010 წელს - 430 603 მოქალაქე იღებდა.

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი საშუალო წლიურ მოსახლეობასთან 2007 წელს 6.4%-ით განისაზღვრებოდა, 2008 წელს - 8.4%-ით, 2009 წელს კი - 9.9%-ით.

 

კომენტარები