შსს

ქუთაისში პოლიციელი დაჭრეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

გუშინ, ქუთაისის მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია ორი პირი რომლებიც გვიან ღამით, ზურგის არეში შსს-ს თანამშრომლის დანით დაჭრაში არიან ეჭვმიტანილნი. ინცტინდეტი მას შემდეგ მოხდა რაც შსს თანამშრობლებმა სამ პიროვნებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს რადგან საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდნენ. შსს აცხადებს რომ დამღრვევი პირებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს სამართალდამცველებს და ერთერთ მადგანი დანით დაჭრეს. აღნიშნული პირები ადგილზე დააკავეს, დაჭრილი პოლიციელი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ რომ პოლიციელის მდგომარეობა სტაბილურია, მას დაზიანებები გულ-მკერდის არეში აქვს მიღებული, თუმცა ფილტვი დაზიანებული არ არის.

გამოძიება ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს, პოლიციელის დაჭრაში ბრალდებული სამი პირიდან ორი სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს, ხოლო ერთი იძებნება.

კომენტარები