გიგი უგულავა

უგულავა არ გამორიცხავს, რომ პარლამენტი მისი იმპიჩმენტის საკითხს დააყენებს

გიგი უგულავა
iveroni.com.ge

თბილისის მერის გიგი უგულავას განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ პარლამენტმა მისი იმპიჩმენტის საკითხი დააყენოს.

"თუ უმრავლესობა ამაზა წავა, ეს მხოლოდ უმრავლესობას დააზარალებს"

"პარლამენტისგან ყველაფერია მოსალოდნელი. გუშინ, როგორც გავიგეთ, კანონპროექტის განხილვა დაუწყია ისე, რომ მთავრობასთან არც კი ყოფილა შეთანხმებული. მრჩება შთაბეჭდილება, რომ უმრავლესობაში ყველაფერი წესრიგში არაა. დააყენებენ ამ საკითხს თუ არა, მე ერთი შემიძლია ვთქვა, ეს იქნება ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევა", - განაცხადა გიგი უგულავამ.

კომენტარები