საქართველოს პრემიერმინისტრი

ივანიშვილი: მაჟორიტარებთან დაკავშირებით არსებობს სერიოზული პრობლემები

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI
პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარ დეპუტატებს მოუწოდა, გაითვალისწინონ თავიანთი მოვალეობები. მისი თქმით, მაჟორიტარებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემები არსებობს. 
 
"მაჟორიტარების პრობლემა იმ დონით არსებობს, რომ მე რამდენჯერმე დავსვი საკითხი, შეიძლება ეს მაჟორიტარული საერთოდ ამოვიღოთ, თუმცა არ ვარ ამის დიდი სპეციალისტი და ამ საკითხს ძალიან ფრთხილად ვეკიდები", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 
 
პრემიერის განცხადებით, ბევრ მაჟორიტარს აქვს წარმოდგენა, რომ რეგიონები უნდა მართონ, რაც არასწორია.
 
"მაჟორიტარებმა კეთილი ინებონ, საკუთარი მოვალეობები გაარკვიონ და იმის მიხედვით გააგრძელონ მოღვაწეობა. მათთვის არ ჩაუბარებიათ ეს რეგიონები, ისინი აირჩიეს ამ რეგიონებიდან. ვალდებულება აქვთ ამ რეგიონების მიმართ და ეს უნდა განახორციელონ და არა მეტი", - განაცხადა ივანიშვილმა. 
 

კომენტარები