ჩემპიონთა ლიგა

დინამოელებმა სტრეიმურთან მატჩის წინ ივარჯიშეს

დინამოელებმა ტორსჰავენში ივარჯიშეს
fcdinamo.ge

დინამო თბილისის ფეხბურთელებმა ტორსჰავენში მეორე, მსუბუქი ვარჯიში გამართეს. დუშან უჰრინის ფეხბურთელები ფარერის კუნძულებზე უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით შეხვედრაში, ადგილობრივ სტრეიმურს დაუპირისპირდებიან.

პირველ მატჩში 6:1 გამარჯვების შემდეგ, დინამოელებმა შემდეგ ეტაპზე გასვლა ფაქტობრივად გაინაღდეს. შეგახსენებთ, რომ ტრავმის გამო უჰრინის გუნდს პეტერ გრაიციარი და ირაკლი ძარია ვერ დაეხმარებიან. 

მატჩი სტრეიმურსა და დინამო თბილისს შორის, თბილისის დროით 22:00 სთ-ზე დაიწყება. შეხვედრის ტრანსლაცია, სავარაუდოდ, დინამოს ვებგვერდზე განხორციელდება.

 

კომენტარები