პრაიმერი

ნაციონალური მოძრაობის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული პირი გათავისუფლდა

court.ge

ბათუმის საქალაქო სასამართლომ სასტუმრო შერატონთან გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული მერაბ ღოღობერიძე გაათავისუფლა. პროცესი ხვალისთვის ჩაინიშნა, ხოლო მოსამართლემ საპატრულო პოლიციას მტკიცებულებების წარმოდგენა დაავალა.

ღოღობერიძე ნაციონალური მოძრაობის პრაიმერის დაწყებამდე ბათუმში, სასტუმრო შერატონთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დააკავეს. ის პოლიციის კორდონის გარღვევას ცდილობდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. თვითმხილველების ცნობით, მოგვიანებით, მან პოლიციას სასტუმროს ტერიტორიაზე შესვლა კიდევ ერთხელ თხოვა, ის პოლიციამ გაატარა, თუმცა შემდეგ დააკავა. სასამართლოს განმარტებით, პოლიციამ დღეს მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა და ამისთვის მას დრო მიეცა, მანამდე კი დაკავებული ღოღობერიძე გათავისუფლდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 100-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა აქციის კიდევ ერთი მონაწილე - მერაბ გორგაძე, რომელმაც უმცირესობის წევრს, მიხეილ მაჭავარიანს კვერცხები ესროლა.

ბათუმის შერატონში დღეს ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო პრაიმერი ჩატარდა. მასში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.

 

კომენტარები