საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ქუცნაშვილი: საარჩევნო უბნებიდან 20 მეტრის რადიუსში აგიტაცია დაშვებული არ იქნება

ზაქარია ქუცნაშვილის Facebook-ის გვერდი

ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე, ე.წ. აგიტატორებთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საარჩევნო უბნებიდან 20 მეტრის რადიუსში აგიტაცია  დაშვებული არ იქნება.

"საარჩევნო უბნის კიბეებთან აღარ უნდა ვიხილოთ ამომრჩევეთა სიებით შეიარაღებული აგიტატორები. ამომრჩეველს არ უნდა მოუწიოს სააგიტაციო კორიდორში გავლა, სანამ კენჭისყრის უბანში შევა. შესაბამისად, 20 მეტრის რადიუსში არ იქნება ნებადართული აგიტაცია, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეებს ნებისმიერი მიმართულებიდან მიეცემათ საარჩევნო ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა და ქალბატონები იქნებიან თუ ვაჟბატონები, უფლება არ ექნებათ, კიბეებთან ჩამწკრივდნენ და სიებით შეიარაღებულმა ხელში, ამომრჩეველზე ზემოქმედება მოახდინონ", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

კომენტარები