ფულეს ვიზიტი

ფულე: გვაწუხებს მოსახლეობის მდგომარეობა საოკუპაციო ხაზთან

შტეფან ფულე
wikipedia.org

ევროკომისარმა გაფართოების და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში შტეფან ფულემ საქართველოს პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი საოკუპაციო ზოლთან შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებულია. 

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამაც გამოთქვა თავისი მოსაზრებები და შეშფოთება იმ საკითხზე, რასაც ვეძახით ჩვენ ე.წ. საზღვრის აგებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. ჩვენ განსაკუთრებით გვაწუხებს ადგილობრივი მოსახლეობა და მასთან დაკავშირებული საკითხები. ჩვენ ეს საკითხი დავსვით უმაღლეს დონეზე, ბოლო სამიტზე, რომელიც ტარდებოდა ევროკავშირსა და რუსეთს შორის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ იმაზე და ძალიან დიდი სურვილი გვაქვს, რომ მხარეებმა მიაღწიონ შეთანხმებას", - განაცხადა ფულემ.

ფულემ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი პრინციპულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

შეგახსენებთ, რომ შტეფან ფულე საქართველოს სტუმრობს. ის უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს. ევროკომისარი ბათუმში იმყოფება. 

კომენტარები