ოკუპირებული ტერიტორიები

ივანიშვილი: გაუგებარია პროვოკაციული გამოხტომები საოკუპაციო ზოლთან

Bidzina Ivanishvili
Official FB Page

ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრემიერი გამოეხმაურა საოკუპაციო ხაზთან მიმდინარე მოვლენებს, საიდანაც გუშინ, 10 ივლისს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს.

ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მსგავსი სახის "პროვოკაციული გამოხტომები" მისთვის გაუგებარია და მოსახლეობას მოთმინებისკენ მოუწოდა.

"რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია, რომ გრძელდება ეს პროცესები, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გავაკეთეთ მკვეთრი რეაქცია პირველსავე შემთხვევაზე. ევროპა, ამერიკა, მთელი ცივილიზებული სამყარო ასე უყურებს ამას - ასე არ შეიძლება. კიდევ ერთხელ მოგიწოდებდით, რომ მოთმინებით... ჩვენ ყველა სტრუქტურას, სადაც შეიძლებოდა, მივაწვდინეთ ხმა. დღესაც ვგმობთ ამას და გაუგებარია ჩემთვის ბოლომდე: ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს რუსეთთან ურთერთობაში და ამ დროს გრძელდება ასეთი სახის პროვოკაციული გამოხტომები, რაც აბსოლუტურად არ ჯდება იმ მიმართულებაში, რომელიც ჩვენ ამ ბოლო დროს მოვახერხეთ და შევცვალეთ. ამავდროულად, კიდევ მოგიწოდებთ - ისტერიკებში ნუ ჩავვარდებით, ჩვენ ყველას ვაცნობეთ, რეაქციები მივიღეთ. მეტი მოთმინებით მოვეკიდოთ და მე მგონი, რომ დროში მოვახერხებთ და დავალაგებთ. ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუჩენთ მოსახლეობას რომელიც ე.წ. საზღვრებთან იმ რეაქციებით ზიანდება", - აცხადებს პრემიერმინისტრი.

კომენტარები