ცენტრ პოინტი ჯგუფის საქმე

კერვალიშვილი: გამიკვირდა, რომ ეს პრემიერის განცხადების შემდეგ მოხდა

parliament.ge

რუსუდან კერვალიშვილმა და მისმა ადვოკატმა თბილისის პროკურატურის შენობა დატოვეს. კერვალიშვილის თქმით, ის დაკითხვაზე ამ დრომდე არ დაუბარებიათ და აპირებს, გამოძიებასთან ითანამშრომლოს:

"მოხდა ბრალის წარდგენა, რომელსაც მე გავეცანი. დღეს პირველად ვარ ამ შეობაში. ამ წუთში არანაირი კომენტარის გაკეთება არ შემიძლია იმის გარდა, რომ ცხადია, ვითანამშრომლებ ყველა იმ ეპიზოდთან დაკავშირებით, რომელიც გამოძიების ინტერესებშია და რაც იქნება სასარგებლო ადამიანებისთვის, რომელთა ინტერესებს ითვალისწინებს ამ შემთხვევაში წარდგენილი ბრალი. ვითანამშრომლებ ყველანაირად, რომ გამოსწორდეს მდგომარეობა, რომელიც არის კომპანიასთან მიმართებაში. ერთადერთი, გამიკვირდა, რომ ეს მოხდა იუსტიციის მინისტრისა და ბატონი პრემიერის განცხადების შემდეგ, რაც ეხებოდა წინასაარჩევნო პერიოდს. ესე იგი, წარმოდგენა არის ისეთი, რომ დანაშაული შესაბამისია განსაკუთრებული მდგომარეობისა", - ამბობს რუსუდან კერვალიშვილი.

ცენტრ პოინტ ჯგუფისა და დექსუსის დამფუძნებლებს დიდი ოდენობის თანხების მითვისების ბრალი დღეს, 11 ივლისს წაუყენეს. მაია რჩეულიშვილი და ივანე ცაგურია ამ დრომდე პროკურატურაში რჩებიან.

კომენტარები