საპრეზიდენტო არჩევნები 2013

წულუკიანი: საპრეზიდენტო არჩევნებზე პრემიერის მოწოდება დაცული იქნება

https://www.facebook.com

 წინასაარჩევნო პერიოდის შესახებ ბიძინა ივანიშვილის მიმართვას იუსტიციის მინისტრი ეხმაურება. თეა წულუკიანი აცხადებს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული პირების დაკითხვებისა და დაკავებისგან თავშეკავება უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციებში აქამდეც იყო:

"აღმასრულებელი ხელისუფლება თითქმის ყველა შესაბამისი სამინისტროს დონეზე მონაწილეობს იმ უწყებათაშორისი კომისიის შემადგენლობაში, რომელსაც ბატონი გიორგი ბოკერია ხელმძღვანელობს. ჩვენ ამ საბჭოში მონაწილეობას გავაგრძელებთ და იმ რეკომენდაციებში, რასაც ჩვენივე ინიციატივით ჩავუყარეთ საფუძველი შუალედურ არჩევნებში, იყო სწორედ ეს - თავი იქნას შეკავებული დაკითხვებისგან ერთი გამონაკლისის გარდა, თუკი ამგვარი თავშეკავება გამოიწვევს მტკიცებულებების განადგურებას. თუკი სისხლის სამართლის პროცესს სჭირდება სისწრაფე, მაშინ საზოგადოებრივი ინტერესი გაცილებით მაღლა დგას, მაგრამ ეს უნდა იყოს გამონაკლისი. ეს ჩვენს რეკომენდაციებში ისედაც იყო და საპრეზიდენტო არჩევნებზეც იქნება კიდევ უფრო განუხრელად დაცული, როგორც ეს პრემიერმაც მოგვიწოდა", - აცხადებს წულუკიანი.

ბიძინა ივანიშვილმა სამართალდამცავებს წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართული პირების დაკავებისგან თავშეკავების თხოვნით დღეს, 10 ივლისს მიმართა.

 

კომენტარები