საპრეზიდენტო არჩევნები 2013

პრემიერი ნაციონალურ მოძრაობას: თქვენგან საჯარო ბოდიშს არავინ ითხოვს

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური მიმართვა გაავრცელა. პრემიერმა ნაციონალური მოძრაობის წევრებს მოუწოდა, საპრეზიდენტო არჩევნები უსამართლობასთან გამიჯვნისა და პოლიტიკური მომავლის შექმნისათვის გამოიყენონ. 

"თქვენგან საჯარო ბოდიშს და მონანიებას არავინ ითხოვს - ამგვარი აქტები საკუთარ სინდისთან და ღმერთთან პირისპირ დარჩენის დროს მოგვეთხოვება ყველას. შეეცადეთ ქართველ ხალხს გულწრფელად აუხსნათ, რა მოხდა და რატომ მოხდა. ეს მხოლოდ თქვენ არ გჭირდებათ, ეს ქვეყანას სჭირდება. თქვენ საკუთარ მაგალითზე ყველაზე უკეთ შეგიძლიათ წარმოაჩინოთ, თუ როგორ გარდაუვლად იყრება წყალში ქვეყნისათვის სამსახურის ყველა მცდელობა, როდესაც იმავდროულად ერთპიროვნული მმართველობა მკვიდრდება, ჭეშმარიტებაზე მონოპოლია ცხადდება, ძალაუფლება კანონის ჩარჩოებს სცდება და განსხვავებული აზრი იდევნება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თქვენ მოგეცეთ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. დანარჩენი - ქართველი ხალხის გადასაწყვეტია", - მიმართა პრემიერმინისტრმა უმცირესობის წარმომადგენლებს.

კომენტარები