საპრეზიდენტო არჩევნები 2013

პრემიერი: თავი შეიკავეთ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეთა დაკავებისგან

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

2013 წლის ოქტომბერში დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერმინისტრმა მიმართვა გაავრცელა. მიმართვისას ივანიშვილმა პროკურატურისა და პოლიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, მკაფიოდ დასაბუთებული უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ დანაშაულში მხილებულ იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და დაკავებისაგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში.

"ჩვენი პრიორიტეტია ყველა დამნაშავის განსასჯელის სკამზე დასმა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში უფრო მაღალი პრიორიტეტია პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა. არჩევნებში პროკურორიც და მოსამართლეც ხალხია და ხალხის თავისუფალმა არჩევანმა უნდა განსაზღვროს, ვის რა ნდობა აქვს დღეს და ვის რა პერსპექტივა აქვს მომავალში", - განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები