შსს

მიქაუტაძის გარდაცვალების საქმეზე შსს-ს რვა თანამშრომელი დაიკითხა

ნინო გიორგობიანი
შსს

მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით  შინაგან საქმეთა სამინისტროს რვა თანამშრომელი დაიკითხა. ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსს შსს-ს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განუცხადა.
"ასევე გამოკითხულები არიან მიქაუტაძის მეგობრები და თანამშრომლები. ამ ეტაპზე გენერალურ ინსპექციაში მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება აღნიშნულ საქმეში მონაწილე სხვა პირების მიმართაც", - აღნიშნა გიორგობიანმა.
მისივე განმარტებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლითაა აღძრული, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მამუკა მიქაუტაძემ, სავარაუდოდ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დააასრულა მას შემდეგ, რაც პოლიციაში მოწმის სტატუსით დაკითხეს. გარდაცვლილის ახლობლების თქმით, პოლიციაში მიქაუტაძე აწამეს და ნაცნობის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს. 

კომენტარები