მოლდოვის სახალხო დაცველი სომხეთში

მოლდოვის სახალხო დამცველს სომხეთის დატოვების საშუალებას არ აძლევენ

მოლდოვის სახალხო დამცველს, აურელია გრიგორიუს სომხეთის დატოვების საშუალებას არ აძლევენ. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაჯანული მედია საშუალებები ავრცელებენ. გავრცელებული ცნობებით, გრიგორიუს სასტუმროდან გამოსვლაც კი ეშინია, რადგან მას ემუქრებიან. 

გრიგორიუ სომხეთში კონფერენციაზე "კანონის უზენაესობის ევროპული სტანდარტები და ხელისუფლების დისკრეციის საზღვრები ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში" სიტყვით გამოვიდა, სადაც განაცხადა, რომ 1992 წელს სომხებმა ხოჯალიში გენოციდი ჩაიდინეს და აზერბაიჯანის ოკუპაცია მოახდინეს. აზერბაიჯანული მედიასაშუალებების ცნობით, გრიგორიუს ოფიციალურად ბოდიშის მოხდას სთხოვენ.  წყაროს ცნობით, სახალხო დამცველი საზღვრამდე დიპლომატიური მისიის მანქანით მიიყვანეს, თუმცა მას საზღვრის გადაკვეთის საშუალება არ მისცეს. არსებული ინფორმაციით, მოლოდოვამ დახმარებისთვის რუმინეთისა და საქართველოს დიპლომატიურ სამსახურებს მიმართა. 

სომხეთი გავრცელებულ ცნობას უარყოფს და აცხადებს, რომ აზერბაიჯანი ცრუ ინფორმაციის გავრცელებას ცდილობს. პარლამენტარ დავიდ არტურიანის თქმით, აზერბაიჯანი შოკშია, რომ სომხეთი აღნიშნულ გამოსვლას მშვიდად შეხვდა და პროვოკაციაზე არ წამოეგო. 

კომენტარები