დინამო თბილისი

იზვესტია: დინამო თბილისს რუსული ვითიბი ბანკი დააფინანსებს

დინამო თბილისი
www.facebook.com/DINAMOTB

„რუსული ვითიბი ბანკი საფეხბურთო ბაზარზე გავლენას ზრდის და მოსკოვის დინამოს შემდეგ, სულ მალე დინამო თბილისის სპონსორიც გახდება,“ - ინფორმაციას რუსული გაზეთი ისზვესტია ავრცელებს. გამოცემის ცნობით, სასპონსორო შეთანხმების შესახებ 7 ივლისს, ამხანაგური შეხვედრის შემდეგ გაცხადდება. შეგახსენებთ, რომ კვირას თბილისში, დინამო არენაზე ერთმანეთს თბილისისა და მოსკოვის დინამოები დაუპირისპირდებიან. 

„ჩვენ სხვადასხვა სპორტული გუნდების სპონსორობასთან დაკავშირებით, არაერთი წინადადება გვაქვს. უახლოესი პროექტი, რომელსაც განვიხილავთ, თბილისის დინამოს მხარდაჭერა იქნება. ჩვენ კლუბებს შორის კარგი ურთიერთობა არსებობს და არსებობს გარკვეული ისტორიული ტრადიციები. საქართველოში, საფეხბურთო კლუბის სპონსორობა სრულიად სხვა თანხა ჯდება, ვიდრე რუსეთში. ამიტომ, ასეთი ისტორია ჩვენთვის ამამაღლებელია. ფეხბურთი - ისეთი სფეროა, სადაც ბრენდის ცნობადობისა და წინსვლის მხრივ, სპონსორობა შეიძლება ძალიან ეფექტური იყოს,“- განაცხადა, ვითიბი ბანკის პრეზიდენტის თანაშემწემ და მოსკოვის დინამოს დირექტორთა საბჭოს თავჯდომარემ ვასილი ტიტოვმა. 

გასულ სეზონში, დინამო თბილისს პრივატბანკი ასპონსორებდა, ხოლო ვითიბი ბანკთან შესაძლო თანამშრომლობის შესახებ, თბილისში კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ. როგორც რუსული გამოცემა იტყობინება, დამატებითი ცნობები 7 ივლისს გასამართი ამხანაგური შეხვედრის შემდეგ გავრცელდება.

კომენტარები