საპარლამენტო უმცირესობა

ბაქრაძე: ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში ჩაერთვება

დავით ბაქრაძის Facebook-ის გვერდი

დავით ბაქრაძის თქმით, ნაციონალური მოძრაობა სავარაუდოდ ბოიკოტს დაასრულებს და საპარლამენტო ოპონირებას დაუბრუნდება. ბაქრაძემ ამის შესახებ დავით უსუფაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ გადანცხადა. შეხვედრა ბიძინა ივანიშვილის ურეკის რეზიდენციაში გაიმართა. ბაქრაძის თქმით, ნაციონაური მოძრაობა ასევე აქტიურად ჩაერთვება საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის თქმით, მან პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ნაციონალური მოძრაობის დამფინანსებლების დაკავების შესახებაც ისაუბრა. ბაქრაძის თქმით, მიუხედავად მიღებული ამნისტიისა ასეთ ადამიანებს კვლავ იბარებენ დაკითხვაზე. უმცირესობის ლიდერის თქმით, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე დათანხმდნენ ამ საკითხს მეტი ყურადღება მიაქციონ.

ბაქრაძის შეფასებით შეხვედრა ქვეყნის გამთლიანებას და პოლიტიკური დაძაბულობის მოხსნას უწყობს ხელს და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. 

კომენტარები