აჭარის მთავარი პროკურატურა

აჭარის პროკურატურა ქობულეთის პოლიციის თანამშრომლების საკითხს შეისწავლის

facebook.com/OfficialPOG

აჭარის მთავარი პროკურატურა ქობულეთის პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამი დაკავებული პირის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტზე მოკვლევას დაიწყებს. დაკავებულებმა დახმარებისთვის ქობულეთის მაჟორიტარ დეპუტატს ფატი ხალვაშს მიმართეს. 

"როგორც წერილში აღნიშნული იყო, დაკავებული პირების მიმართ ღირსების შემლახველი ქმედებები განხორციელდა. მასში აღნიშნულია, რომ გენერალურ ინსპექციას მიმართეს, საიდანაც პასუხი არ მიუღიათ, რის გამოც უკმაყოფილო არიან. მოქალაქეებმა განცხადებით მომმართეს. ჩავთვალე, რომ პროკურატურამ უნდა გამოიძოს ეს საკითხი. გამოიძიებენ, დასკვნა დაიდება და სათანადო ორგანოები მიიღებენ გადაწყვეტილებას,” აღნიშნა ფატი ხალვაშმა.

სამივე პირი წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით არიან დაკავებული. სასამართლომ მათ 100 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

 

კომენტარები