რუსეთი

ნავალნისთვის პროკურორი 6-წლიან პატიმრობას ითხოვს

ალექსეი ნავალნი
thetimes.co.uk

სასამართლო პროცესზე პროკურორმა რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის - ალექსეი ნავალნისთვის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა და ერთი მილიონი რუბლის (დაახლოებით 30 ათასი აშშ დოლარი) ჯარიმა მოითხოვა. პროცესი ქალაქ კიროვის სასამართლოში მიმდინარეობს.

ნავალნის ბრალად 2009 წელს, კიროვის ოლქის გუბერნატორის თანაშემწედ მუშაობის პერიოდში, ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების ხე-ტყის მითვისება ედება. 

პროცესზე მოწმეების დაკითხვა დასრულდა და მხარეების გამოსვლები დაიწყო. პროკურორმა მეორე ბრალდებულისთვის, პიოტრ ოფიცეროვისთვის, ხუთწლიანი პატიმრობა და ერთი მილიონი რუბლის ჯარიმა მოითხოვა.

ალექსეი ნავალნი ბრალდებებს უარყოფს და საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. 

კომენტარები