17 მაისის მოვლენები

დავით საგანელიძე 17 მაისს გაკეთებული განცხადების შესახებ

მე ძალიან დაძაბულმა და აღშფოთებულმა ვთქვი, ეს ორგანიზაცია წავიდეს სახლში, დაანებოს დროშების ფრიალს თავი, თუ ინტერესები აქვს სხვაგან ჩაატარონ, სხვა სიტუაციაში-მეთქი. მეორე დღეს პრემიერთან მქონდა შეხვედრა. მე ავუხსენი ვითარება და მან მითხრა, რომ კარგი იქნებოდა თუ ამას საზოგადოებას ვეტყოდი. იმავე საღამოს ვთქვი, რომ მე ვარ ყველანაირი ადამიანის უფლების დამცველი. ადამიანებს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეთ საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება, ადამიანს რაც უნდა ის უკეთებია, მაგრამ ადამიანი ნუ შემოდის ჩემი ცხოვრების წესში, ნუ ახდენს ზემოქმედებას ჩემს შვილებზე. ჩემს გარდა ნურავინ ნუ მოახდენს ჩემს შვილებზე ზეგავლენას. მე საბოდიშოს ვერც ახლა ვხედავ, რა მაქვს საბოდიშო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კომენტარს,17 მაისს მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები