თბილისის მიკროავტობუსი

კონდიციონერების ჩართვის შესახებ მძღოლებს მკაცრი მითითება მიეცათ

sazogadoeba.ge

კომპანია თბილისის მიკროავტობუსი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით, მძღოლებს მკაცრი მითითება მიეცათ.

”ზაფხულის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით კომპანიამ ყველა მიკროავტობუსში საკუთარი ხარჯებით კეთილმოაწყო კონდიცირების სისტემა. მიკროავტობუსებში კონდიცირების სისტემის ჩართვასთან დაკავშირებით, კომპანიისგან მძღოლებს მიეცათ მკაცრი მითითება. იმ შემთხვევაში, თუ კონდიციონერი გამორთულია, მგზავრს აქვს სრული უფლება მოითხოვოს კონდიცირების სისტემის ამოქმედება. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრის მოთხოვნა არ შესრულდება, კომპანია თბილისის მიკროავტობუსი მომხმარებელს მოუწოდებს დაგვიკავშირდნენ კომპანიის ცხელ ხაზზე 2 200 340 და მოგვაწოდონ აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმაცია”, - აღნიშნულია განცხადებაში.

კომპანია თბილისის მიკროავტობუსი აცხადებს, რომ მგზავრთა გადაყვანის ნორმების დამრღვევ მძღოლს მიეცემა გაფრთხილება. ფაქტის განმეორების შემთხვევაში დაეკისრება ადმინისტრაციული სანქცია, კერძოდ - ხაზიდან მოხსნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ხოლო დარღვევის მესამედ დაფიქსირების შემთხვევაში, მძღოლს კომპანიასთან ხელშეკრულება შეუწყდება.

კომენტარები