საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ნინო ბურჯანაძე: დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებ

Nino Burjanadze

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ის საპრეზიდენტო არჩევნებზე საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. მისი თქმით, დემოკრატიული მოძრაობა დიდი ხანია ოქტომბრის არჩევნებს ელოდება.

"დემოკრატიული მოძრაობა უკვე კარგა ხანია ემზადება ამ არჩევნებისათვის. ჩვენი პარტიის ყველა სტრუქტურა, ჩვენი აქტივისტები, მხარდამჭერები, რომლებიც ძალიან ბევრი გვყავს და დღითი დღე სულ უფრო მეტი ხდება, მზად ვართ ყველანი საპრეზიდენტო არჩევნებში არა მარტო მონაწილეობის მისაღებად, არამედ გამარჯვების მოსაპოვებლად და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებ", - აღნიშნულია ბურჯანაძის განცხადებაში. 

ბურჯანაძის თქმით, საქართველო არაა სახელმწიფო, რომელიც საკუთარ ბედს თვითონ წყვეტს. 

"ჩვენ დღეს არ ვართ ქვეყანა, პრაქტიკულად, ჩვენი სამშობლო დღეს საერთაშორისო დახმარებების ან განხილვების ობიექტია. ჩვენ არ ვართ სახელმწიფო, რომელიც თავის ბედს თავად წყვეტს. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში იყოს მართლაც გამყარებული ის უმნიშვნელოვანესი ფასეულობები, ტრადიციები და სიახლეებიც, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ნორმალური და სწორი განვითარებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში. 

კომენტარები