მერაბიშვილის საქმე

გირგვლიანის საქმეზე მერაბიშვილს აღმკვეთი ღონისძიება აღარ შეეფარდება

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების გამოყენება აღარ მოხდება, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსნის დავით ქოქიაშვილის შემთხვევაში კი აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა იქნება გამოყენებული.

შეგახსენებთ, რომ ქოქიაშვილი გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. პროკურატურა მას სანდრო გირგვლიანის შარდენის ქუჩიდან გატაცებას და ოქროყანის სასაფლაოზე მომხდარი დანაშაულის თანამონაწილეობას ედავება.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა 21 აგვისტოს 11.00 საათზე გაიმართება.

კომენტარები