ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ამ დროისთვის საგამოძიებო სამსახურში 4 მაღალჩინოსანია დაკავებული

ფინანსთა სამინისტრო
www.facebook.com/mofgeorgia

თბილისის მერიისა და საკრებულოს მაღალჩინოსნების ხელახალი დაკავების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის საგამოძიებო სამსახურში იმყოფება და დაკავებულია მხოლოდ 4 მაღალჩინოსანი.

"მერიის კუთვნილი თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე დაკავებულები არიან საგამოძიებო სამსახურის მიერ, თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე. როგორც გამოძიებით არის დადგენილი, დაკავებულმა პირებმა, სხვა პირებთან ერთად, მიითვისეს და გაფლანგეს ბიუჯეტის კუთვნილი თანხმა, 48 930 822 ლარამდე, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის ფორმად ითვალისწინებს 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. საქმის გამოძიება, რა თქმა უნდა, გრძელდება და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცემა ყველა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი, თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი დირექტორი გიორგი საბანაძე, რომელიც ამჟამად მიმალვაში იმყოფება. აღნიშნულ საკითხზე დეტალებს საგამოძიებო სამსახური ხვალ გაახმაურებს და ვრცელ განცხადებას გაავრცელებს", - აცხადებს ნათია სუხიაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი. 

როგორც დაკავებულთა ადვოკატები ჟურნალისტებს ეუბნებიან, მთელი ღამის განმავლობაში საგამოძიებო სამსახურში დილით დაკავებულ სხვა 19 პირსაც გადაიყვანენ. 

კომენტარები