ჯეიმს აპატურაი თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეოების გამოძიებაზე

თქვენ იცით, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მოითხოვა საერთაშორისო მხარდაჭერა [თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეოების] გამოსაძიებლად. NATO-ს არ აქვს ამ ტიპის საგამოძიებო სისტემა, მაგრამ ვიცი, რომ მოკავშირეები მუშაობენ საქართველოს ხელისუფლებასთან. მე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს არავითარი მტკიცებულება იმის, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროები საგანგებო სამიზნედ არიან ქცეული. ისინი სახიფათო ზონაში მსახურობენ, როგორც ყველა ჩვენი სხვა ჯარისკაცი. ჩვენ არ გვაქვს რაიმე განსაკუთრებული ინფორმაცია, რომ ქართველი სამხედროები განსაკუთრებულად არიან მიზანში ამოღებული.

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი ჟურნალისტებთან თალიბების სახელით გავრცელებული ვიდეოების გამოძიებას ეხმიანება.

კომენტარები