NATO-საქართველო

ალასანია: მთავარი კითხვაა, თუ როგორ შევინარჩუნებთ პოლიტიკურ სტაბილურობას

facebook.com/alasaniairakli

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, NATO-საქართველოს სხდომა წარმატებულად შედგა, - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ყველამ აღნიშნა, რომ საქართველო-NATO-ს შორის ნდობა ამაღლებულია, ჩვენი სამხედროები პრაქტიკულად ისე მონაწილეობენ NATO-ს სამხედრო ოპერაციებში, როგორც NATO-ს წევრი ქვეყნები და მათ მიმართ ნდობა არის ძალიან მაღალი. აქედან გამომდინარე, იმ ისტორიული არჩევნების შემდეგ, რომელიც ოქტომბერში შედგა, მთავარი შეკითხვა არის ის, თუ როგორ შევინარჩუნებთ პოლიტიკურ სტაბილურობას, როგორი თანაარსებობა გვექნება პოლიტიკურ ძალებს და რამდენად წარმატებულად ჩავატებთ უკვე საპრეზიდენტო არჩევნებს. მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველო და NATO დღეს უფრო ახლოა ერთმანეთთან", - განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო რუსეთთან ურთიერთობასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.

"მთვარი დასკვნა, რაც შეიძლება გაკეთდეს, იქნება ერთადერთი, რომ საქართველოს შესწევს უნარი ჩაატაროს არჩევნები, საქართველოს შესწევს უნარი ახალ პოლიტიკურ ძალას გადასცეს ხელისუფლება, ითანამშრომლონ პოლიტიკურმა ძალებმა, როგორც ეს პარლამენტში გამოვლინდა საგარეო პოლიტიკაზე ერთობლივი რეზოლუციის გატანით", - ამბობს თავდაცვის მინისტრი.

კომენტარები