აშშ-ის საელჩო საქართველოში

ნორლანდი პრემიერის თანამდებობიდან წასვლის განცხადებას ეხმაურება

აშშ-ის საელჩო საქართველოში

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი, პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ ის თანამდებობის დატოვებასა და სამოქალაქო სექტორში გადასვლას აპირებს, კომენტარს მედიის წარმომადგენლებთან აკეთებს.

"პრემიერმა ძალზედ ნათლად განაცხადა, რომ გეგმავს, დატოვოს თანამდებობა, მაგრამ გააკეთოს ეს იმ პირობებში, როდესაც მოხდება პოლიტიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

შეგახსენებთ, რომ ესტონურ გაზეთ Postimees-ისათვის მიცემულ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: "მე პოლიტიკიდან მალე წასვლას ვაპირებ. როგორც კი სააკაშვილი წავა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება, მე დავრჩები არაუმეტეს რამდენიმე დღისა".

რაც შეეხება ახალი მთავრობის შემდგომ პერსპექტივებს და მისი შემცვლელის ვინაობას, ივანიშვილმა აღნიშნა, რომ "ჩვენ კარგი გუნდი გვყავს, ჩვენ შორის არჩეული იქნება ძალიან საინტერესო პრეზიდენტი, გვყავს პარლამენტის ძალიან კარგი სპიკერი და მაქვს იდეა იმასთან დაკავშირებით, ვინ შეიძლება დაიკავოს ჩემი ადგილი".

 

კომენტარები