საქართველოს პრეზიდენტი

პრეზიდენტი პრემიერის გეგმებზე: პოლიტიკა საბავშვო ბაღი არაა

მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კომენტარი გააკეთა პრემიერმინისტრის განცხადებაზე იმის შესახებ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ იგი პოლიტიკიდან წასვლას აპირებს.

"პოლიტიკა არ არის საბავშვო ბაღი. ძალიან სერიოზული რაღაცაა. პოლიტიკა უკავშირდება ადამიანების ბედს, საქართველოს მომავალს, თითოეული ოჯახის განვითარებას, გადარჩენას, აწმყოსა და ყველაფერს, რაც მათ ეხება. ამიტომ, რაც უფრო ნაკლები არაპროგნოზირებულობა და არასერიოზულობა იქნება, უკეთესია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გორში ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამავე დროს, მან აღნიშნა, რომ "ბევრი რაღაც ისე არ განვითარდა, როგორც ანონსირებული იყო, ბევრი რაღაც აღმოჩნდა ბლეფი და ტყუილი". მისი თქმით, იგი არ გულისხმობს კონკრეტულად პრემიერის ამ განცხადებას, მაგრამ "საერთოდ, ტყუილი ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ინტენსიურად შემოვიდა ქართულ პოლიტიკაში და ეს ძალიან მაწუხებს". პრეზიდენტმა პოლიტიკაში ამგვარი მეთოდების (სიცრუის) გამოყენებას "პოსტსაბჭოთა სივრცის სინდრომი" უწოდა.

მისი თქმით, ამჟამად ქვეეყანა რთულ მდგომარეობაშია, რადგან "ყოველდღიურად არის პროვოკაციები", ეკონომიკა კი მძიმე სიტუაციაშია. 

კომენტარები